ყველაფერი რაც გაინტერესებთ

Archive for მაისი, 2011

თამაშ–თამაშით დანგრეული ოჯახები

    ერთ–ერთი რთული საკითხი ცხოვრებაში–თამაში: პოკერების, ტოტალიზატორის,კროკოსი და ა.შ.  სუსტი ნებისყოფა და აზარტულობა, აი რა იზიდავთ ბიჭებს თამაშისკენ.  უმეტესმა მათგანმა იციან რომ კარგს არაფერს აკეთებენ მაგრამ მაინც, მაინც იქითკენ მიუწევთ გული… სულ მუდამ მოგების იმედი აქვთ და ამ დროს უმეტესად წაგებულები არიან… თამაშს იწყებენ 1 ლარით მაგრამ ბოლოს ლამის თავისი სიცოცხლეც ჩადონ, უბრალოდ ვის რათ უნდა იმათი სიცოცხლე თორემ ნამდვილად ჩადებდნენ.

       

   ”თამაშის გამო დაინგრა ოჯახი”–ეს ფრაზა ალბათ არა ერთხელ გაგიგიათ. აი მე პირადად ძალიან ხშირად მესმის ეგეთი ფრაზები: ”იმიტომ დავშოორდი რომ თამაშობდა”,  ” იმიტომ დაინგრა ჩვენი ურთიერთობა რომ თამაშს არ მოეშვა” და ასეთი უამრავი.. 

          

         ერთი არაჩვულებრივი წყვილი დაიარებოდა სულ რაღაც ერთი წელიწადის წინ ჩემს ქალაქში.. ჩემი აზრით ძალიან შეეფერებოდნენ ერთმანეთს და მათი შემხედვარე ცხოვრება უმშვენიერესი ჩანდა. ორივეს ძალიან კარგად ვიცნობ ბიჯსაც და გოგოსაც… ერთხელ როდესაც ამ გოგოსთან მივედი ატირებული დამხვდა.. რათქმა უნდა ვკითხე რა მოხდათქო და მითხრა დავშორდიო. გავგიჯდი, ვერ დავიჯერე. მიზეზი იყო თამაში. თურმე ბიჯს თამაში დაუწყია თან ეგრევე მაღალი ”კუშებით”… სრულიად ვეთანხმები გოგოს გადაწყვეტილებას…

   

   არამარტო ეს ერთი ისტორია ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ხდება ეგეთი… ისეთებიც რომ აწყობილი ოჯახები თითქმი ფუფუნებაში რომ ცხოვრობდნენ დანგრეულა მაგ თამაშის გულიზე.

  რისთვის კარგავენ ძვირფას ადამიანებს? რატომ იუბედურებენ ცხოვრებას? დაწყებისთანავე იციან რომ ეგ კარგს არაფერს მოუტანს და მაინც რატომ აკეთებენ?

   

   რა არის მათი სიცოცხლე? გაღვიძებისთანავე იმას რომ ფიქრობენ დღეს ფული სად იშოვოს რომ ითამაშოს… თვალებში ან მარწყვები ან კიდევ ფეხბურთის გუნდები რომ უტრიალებთ და ტანში აჯრიალებთ სანამ არ ითამაშებენ. ნარკომანი არ ვარო იტყვიან მაგრამ ნარკომანები განა მათზე უარესები არიან? ორივე ერთი და იგივეა. 

       

       მე ძალიან მეშინია მასეთი რამე მე არ დამემართოს და სულ შიშის ქვეშ ვარ… შეიძლება ძალიან ცუდად გამომდის მაგრამ მაქსიმალურად ვაკონტროლებ ჩემს შეყვარებულს… არც ის გახლავთ უფრთო ანგელოზი და მასაც მიუწევს ხოლმე გული იმ ჯოჯოხეთისკენ რასაც პოკერ კლუბი ჰქვია. ძალიან იშვიათად  შედის მაგრამ მინდა რომ საერთოდ არ შევიდეს და ამისთვის ყველანაირად ვიბრძვი… არც ის ფული მადარდებს იქ რასაც დახარჯავს და არც ის საიდან იშოვის ფულს. არ მინდა რომ ითამაშოს… ჩათრევა იცის და ნამდვილად არ მინდა გვერდით მყავდეს უნებისყოფო ადამიანი.

     

   ნუ ითამაშებთ! მაგას კარგი არასდროს მოუტანია თორემ ეკლესია ნამდვილად არ აკრძალავდა! შეიძლება დღეს მოიგოთ ორი კაპიკი მაგრამ შიძლება ხვალე საერთოდ ქუჩაში აღმოჩნდეთ თქვენი უტვინობის გამო!  გოგოებო თქვენ კი იმას გირჩევდით რომ ნუ იყოლიებთ გვერძე ისეთ ადამიანებს ვისაც იქითკენ გაურბის გონება და გული საიდანაც სიკეთე არასდროს მოდის.

Advertisements

მონატრება

       მონატრება საკმაოდ უცნაური გრძნობაა.. თან გსიამოვნებს რომ გენატრება და თან აღარ გინდა რომ გენატრებოდეს… გსიამოვნებს იმიტომ, რომ ადრე იქნება თუ გვიან მაინც ნახავ და მაგრად, ძალიან მაგრად ჩაეხუტები და კიდევ 10 წუთი მაინც გენატრება, არ გჯერა რომ მასთან ერთად ხარ, რომ მას ეხუტები. ჩაეხუტები ისე ძლიერად როგორც არასდროს (ყოველშემთხვევაში რომ მენატრება მაშინ მასე ვიქრობ), შეიგრძნობ და თითქმის სულში ჩაიძვრენ! მაშინ ყველაზე ძალიან გიყვარს! მაშინ აღმერთებ! მის მეტი აღარავინ და აღარაფერი გინდა! გინდა რომ დრო გაჩერდეს და სულ ასე ჩახუტებულები იყოთ! და პირველი კითხვაც მაშინვე მოდის: ”ხომ აღარ დამტოვებ? ხომ აღარ მომენატრები? ხომ სულ ჩემთან ერთად იქნები?” , პასუხი რათქმა უნდა დადებითია იმიტომ რომ მაგ დროს სხვა პასუხს ვერ გაგცემს, მაგ დროს ვერ ფიქრობს რომ შეიძლება ისევ მოუწიოს სამსახურის გამო შენი ცოტა ხნით დატოვება. იმ ცოტა ხნით რომელიც შენთვისაც და მისთვისაც საუკუნეა. 

      

   გული გითბება, სიყვარულით, სიხარულით და ბედნიერებით ივსები და სადღაც შორს ძალიან შორს დაფრინავ. იმ დროს თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი გგონია, რადგან მაგ დროს სამყაროში მხოლოდ თქვენ ორნი ხართ!  თვალებში ჩახედავ და სიტყვები ზედმეტია, რადგან თვალები იმ წუთას ყველაფრის მთქმელია. ბრწყინავს, არა უფრო მეტია ვიდრე ბრწინვალებაა. სიყვარულს აფრქვევენ და სიცოცხლით გავსებენ.

   დამთავრდა ტანჯვა ყოველდღიური, ფიქრი იმაზე შეძლებს თუ არა დღეს დარეკვას.. დაბრუნდება თუ არა დღეს სახლში… წყდება ყველანაირი მტანჯველი გრძნობა და ბედნიერი ხარ! უზომოდ ბედნიერი.

   

   

    ის დღეც მიილევა შენ შენს სახლში მიგიყვანს და ის თავის სახლში დაბრუნდება… გგონია ყველაფრი მორჩა, ხვალ ისევ ნახავ და ისევ შენს გვერდით იქნება… მაგრამ შეიძლება ხვალიდან იგივე მოხდეს… ისევ გენატრებოდეს წუთები, საათები, დღეები და არაა გამორიცხული თვეებიც… მიდის დილით და არასდროს არ იცი სახლში როდის დაბრუნება..

   

    თუმცა ხვდები რომ ხვალე ვერ მოვა და იწყება ისევ თავიდან… ხდები სევდიანი… გტანჯავს ფიქრები…  უძილობა…  ცდილობ დრო გაიყვანო მაგრამ მაინც სულ მასზე ფიქრობ… გენატრება… გენატრება და კიდევ გენატრება… მენატრება… 😦

10 ლარად შეფასებული სიცოცხლე!

  ალბათ ყველამ ნახეთ რაც მოხდა წუხელ ზუსტად 12 საათზე რუსთაველის მოედანზე. როგორც აღმოჩნდა აქციის მონაწილეებს ოპოზიიცის ლიდერები 10–10 ლარს უხდიოდნენ და თუ რაიმე საშინელებას ჩაიდენდნენ, მაგალითად თუ მანქანებს გადაწვავდნენ ან ხალხს სცემდნენ კიდევ ზემოდან 50–50 ლარს უმატებდნენ.

  ხელისუფლებამ გააფრთხილა აქციონერები რომ ან აქციის ადგილი შეეცვალათ ან კიდევ დაშლილიყვნენ, რადგან მათი აქციის ვადა 21–დან 25–მდე იყო. ამაზე ყურიც არ შეიბერტყეს და პირიქით ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა ხალხს ბრძოლისკენ და უთხრა რომ მიხეილ სააკაშვილს აღლუმის ჩაბარების საშუალებას არ მისცემდა.

  12 საათზე მათი ვადა ამოიწურა და შესაბამისად სპეცრაზმი მივიდა აქციის დასარბევას. მათ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყალი და რეზინის ტყვიები. რათქმა უნდა ბურჯანაძე და მისი სანაქებო ვაჟი მაშინვე გაიქცნენ და როგორც კამერამ დააფიქსირა მათ მანქანამ იმსხვერპლა ერთი პოლიციელი.

   როგორც მოსალოდნელი იყო სპპეცრაზმა ერთი ორი კარგად მოადო აქციის მონაწილეებს ( სიმართლე გითხრათ მაინც შემეცოდნენ). სრულიად გაწმინდეს რუსთაველის მოედანი და შეუდგენენ დასუფთავებას. ბევრმა მომინტინგემ ამოყო თავი სიცხეში და ის ათი ლარი ეთი ათად დაუჯდება თითოეულ მათგანს.

   ყველამ იცოდა რაც მოხდებოდა მაგრამ არ გაითვალისწინეს ხოდა მისაღები მიიღეს! მაგას ითხიოვდნენ! 

ვითომ საქართველოს სიყვარულში…

   ალბათ ყველამ იცით საქართველოში რაც ხდება ოპოზიციის სიცანცარის გამო… სიმაყით ვიძახი ოპოზიციონერებო და ვინც მათ მხარში უდგახართ უტვინოები და უსაქმურები ხართ! თქვენ რომ გიყურებთ ზიზღის მეტს არაფერს მგგვრით და არა მარტო მე… ფულს დახამებულო ღორებო მეზიღებით! ვითომ საქართველოს სიყვარულში დგახართ გარეთ არადა ყველამ იცის ვინც ხართ და რაც ხართ! გინდათ არეულობა შემოიტანოთ და ამისთვის რა სიბინძურეს აღარ აკეთებთ!

    არც მიშიკოზე ვგიჟდები, მაგრამ ყოველშემთხვევაში არც ოპოზიციაში მესახება ვინმე პრეზიდენტად… ოპოზიციას ვერ აუტანია მიშიკოს ცხვირის მოხოცვა და გრეჩიხა რომ პირდაპირ ეთერში შუა თითს იშვერს და იგინება ეგ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? თუ ცანცარა ბურჯანაძე?!

    დღეს ვუყურებდი თქვენს ტლიკინს ვუსმენდი განათლების სიტემას რომ იწუნებთ. მე ძალიან მომწონს… სად უნდა წავიდეს ბავშვი თუ გადამსველელი გამოცდები ვერ ჩააბარაო ან საატესტატო გამოცდებიო. სად უნდა წავიდეს და ყანაში. თუ სწავლა არ უნდა და გაუნათლებელია რა უნდა აბა სკოლაში მასწავლებლების ნერვების მოსაშლელად ? თუ უსაქმურობისგან და უსწავლელობისგან ათას უბედურებას რომ ატრიალებენ სკოლაში ეგ მოგწონთ?

   ზოგს შვილები ჰყავს სახლში მიტოვებული და გამოთრეულია მიტინგზე, ზოგს კიდე პირიქით ბავშვები ყავს გამოგდებული, რომლებიც ხელკეტებით დადიან. არცერთს არ აქვთ თავში ჭკუა. მეცოდებით მთელი გულით და მაღიზიანებთ! თქვენი სიცანცარის გამო ეხლა ბევრი ნერვიულობს და ბევრი კიდევ თავისი შვილის გამო ნერვიულობს მუდამ მზადყოფნაში რომ არიან ჯარში!  თუ რამე არეულობა მოხდება თვენი ბრალი იქნება! უსაქმურებო!

   ოქრუაშვილი კიდევ ვითომ რამის გამკეთებელი… ხომ ხედავთ ხალხო მასხარად გიგდებენ! თავიანთ ჭკუაზე გატანცავებენ თვითონ კიდე ფულებს იჯიბავენ!

გულზე შემოწოლილი სევდა

მთელმა დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა. როგორც მე მინდოდა თითქმის ისე. დილა მეგობრებთან ერთად ყოფნით დაიწყო, მერე ცოტა სამუშაო და საქმე… საღამოს კი იმ მეგობართან წავედი რომელიც ორი ანგელოზის გამო ვერ ახერხებს ხშირად გარეთ გამოსვლას. ბევრი ვისაუბრეთ, თითქმს ყველანაირ თემას შევეხეთ… ბევრი ისეთიც გავიგე რომ არ მოველოდი.. მის ანგელოზებს ბევრი ვეთამაშე მოკლედ მშვენივრად ჩაიარა დღემ.. მხოლოდ ერთი რამე მაკლდა.. ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი… სიყვარული…

ყელაფერი კი კარგად დაიწყო და გაგრძელდა მაგრამ რაგაც ცუდი დასასრული უჩანს… ძალიან მოვიწყინე და გულზე რაღაც უცნაურად სევდა შემომაწვა…  შეიძლება ეს დგევანდელმა ემოციებმაც გამოიწვია…

ისე რა საინტერესოა ადამიანის ხასიათი მომენტალურად ცვალებადია.. ერთ წუთს რაღაც გვიხარია მეორე წუთს გვწყინს… ხან ვიღიმით და ხანაც სევდიანები ვართ… ნეტა რატო ხდება ასე…  ის რაც მე მჭირს მოცემულ მომენტში უმიზეზოდ არის… სანერვიულო ისეთი არაფერი მაქვს.. ან იქნებ მაქვს კიდეც მაგრამ არ ვნერვიულობ….

იქნებ მონატრების ბრალია… მონატრებამაც იცის სევდა… გაურკვევლობაში ვარ… რა მინდა და რა მაწუხებს არ ვიცი…

ან სულაც იქნებ თავს მარტო სულად ვგრძნობ.. თითქოს გულში სიცარიელეა…

დილაადრიანი პოსტი

   დღეს კვირაა, დასვენების დღეა და წესით მე ტკბილად უნდა მეძინოს ახლა ლოგინში, მაგრამ ვერ მოგართვიო და დილის 9ის ნახევრიდან გამაღვიძეს. ბიძაჩების სოფელში დღეობაა და ყველა იქ წავიდა, მეც ბევრი მეხვეწეს მაგრამ დამეზარა. არა განა ზარმაცი ვარ უბრალოდ კვირა დღეა და სახლში მინდა ყოფნა. მოკლედ დიდლიდან დაიწყეს ჩემებმა მზადება და ჩკუის დარიგება. მიაკო ეს ესეე გააკეთე ის ისე გააკეთეო.  

 

   

    მალე ამ მზადების პროცესს ბიძაჩები და ბიცოლაჩემიც შემოუერთდნენ და მოკლედ იყო ერთი რია–რია. რაღა თქმა უნდა ჩემს ძილს აზრი აღარ ჰქონდა…  ავდექი, მომზადებაში დავეხმარე და გვაუშვი..

     

 

   მეთქი ამ დილაადრიან რა გვაკეთოთქო ხოდა გამახსენდა რომ კარგა ხანია ჩემს მეგობრებთან ერთად გემრიელად არ მიჭორავია და მომენატრნენ. ამიტომ გადავწყვიტე ეხლა ყველა გავაღვიძო და ჩემთან დავიბარო. დავიწყე ეს პროცესი ყველას ვუმესიჯებ… მოდის ძალიან სასაცილო პაუხები.. 😀 ოოო, მეძინებააა… აუუ თვალებს ვერ ვახელ… აუ დამაძინე რააა… და ა.შ. 

 

    ვერ გავიგე მე რომ მღვიძავს და ვიტანჯები იმით რომ არ მძინავს და წესით გემრიელად უნდა მეძინოს, რატომ ჩემი მეგობრები არ მიდგანან გვერდში. აბა ჭირშიც და ლხინშიც ერთად უნდა ვიყოთოო? ჰა? გეკითხებით…  მაგრამ თქვენ ხართ ოდნავ რაღაცნაირი ხალხი… მარტო ლხინში გიყვართ ჩემთან ერთად ყოფნა 😀   😀   :D…   

   

მართლა მაგიტომ კი არ გაღვიძებთ მგობრებიო რომ მარტო არ ვიყო უბრალოდ ძალიან მოემნატრეთ. :*:*:*:*

დაჩაგრული ბავშვები

     სკოლაში მუშაობამ დამანახა რამდენად არიან ბავშვები დაჩაგრულები.  ნუ რა თქმა უნდა ყველაზე არ მაქვს საუბარი.. როგორღაც ისე მოხდა რომ ჩემი მოსწავლეების უმეტესობა ან მარტო დედასთან ცხოვრობს ან მარტო მამასთან. ერთ კლასში, რომ შევედი როგორც გაირკვა არცერთი ბავშვის მშობელი არ ცხოვრობდა ერთად ანუ გაყრილები( გაშორებულები)  იყვნენ… და არამარტო იმ კლასში ბავშვების უმეტესობა ასე იყო. 

    

   დანგრეული ოჯახები, მშობლებთან არც თუ კარგი ურთიერთობა ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს ბავშვის ფსიქოლოგიაზე.  რაღაცნაირად სევდიანები და განსხვავებულები, ხშირად იღიმებიან, იცინიან, ერთობიან მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება, მათ გულებში მალევე ისადგურებს ის პრობლემები რაც მათ ოჯახში ხდება და ეს ყველაფერი მათ სევდიან თვალებზე აისახება. 

   

   ხანდახან მამა მოაკითხავს დედისგან მალვით და ეფერება მის შვილს. ვინაიდან ჩვენ მათი მარტო დატოვების და არც ბავშვის გატანების უფლება არ გვაქვს ჩვენც გვიწევს შევესწროთ ხშირად ამ მგრძნობიარე მომენტებს. ეს ყველაფერი  ცრემლისა და სევდის მომგვრელია.

 

    ბავშვები რომლებიც ჩვეულებრივად ისეთ ოჯახში იზრდებიან სადაც მშობლები ერთად და ბედნიერად  ცხოვრობენ გაკვირვებული თვალებით უყურებენ ყოვველივე ამ მომენტებს და აი მაშინ კი  დაჩაგრული ბავშვები უფრო მეტად გარიყულები არიან. 

 

    ბავშვს ვერ მოსთხოვ ისწავლოს კარგად, რადგან მის გულში სრული ქაოსია. ხშირად მათი თვალები ცრემლით ივსება და ეს ყველაფერი მხოლოდ მშობლების ბრალია. ვერ ხვდებიან რომ თავისი საქციელით ზიანს აყენებენ ბავშვს და მის ფსიქოლოგიას. 

 

 

   ბავშვს სჭირდება ნამდვილი ოჯახი: დედაც და მამაც ერთად და ბედნიერები. აი მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

ტეგების ღრუბელი