ყველაფერი რაც გაინტერესებთ

ნუ ტირი! :*

        როგორც ყველამ ვიცით ტირილი ერთ–ერთი გრძნობის გამოხატულებაა, სევდის,დარდის, დეპრესიის და ა.შ.  მაგრამ მე სულ სხვა თემაზე ვწერ ახლა.  მე არც თუ ისე ხშირად ვტირი (ღმერთმა ნუ მატიროს 😀 ) , მაგრამ მყავს ისეთი მეგობრები რომლებიც საკმაოდ გულჩვილები არიან და ხშირად, უფრო სწორად თითქმის ყოოველდღე, ტირიან. მათი საქციელებიდან გამომდინარე დამებადა ეს იდეა, რომ დამეწერა რატომ ვტირით ქალები (გოგონები), ღირს თუ არა ტირილი ამა თუ იმ მიზეზზე და  სად და როდის ღირს ამ გრძნობის გამოხატვა.

        დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან, ძალიან ხშირად მინატრია ნეტავ შემეძლოს ტირილი, დავიცალო იმ ცუდი მუხტებისგან რაც შინაგანად მაწუხებს და ამოვისუნთქო. მაგრამ სამწუხაროდ ეგ ნიჭი არ გამაჩნია :). ზოგჯერ ისე მინდა ერთი გემრიელად ვიტირო მაგრამ არა. 😦 თავი რომ არ შეგაწყინოთ დავუბრუნდები თემას.

        ერთ–ერთი ჩემი მეგობარი სახელს და გვარს არ დავასახელებ ( თუ წაიკითხავს მიხვდება რომ მასზე ვწერ, შეიძება გაბრაზდეს მაგრამ ვრისკავ) ძალიან არის დაჯილდოვებული ტირილის ნიჭით. ხშირად ტირის და  ამით თავის თავს აყენებს ზიანს ჩემი აზრით. ალაბთ მკითხავთ რატომო? და მართალიც იქნებით რადგან უკვე ავღნიშნე რომ ტირილით ადამიანი იცლება ცუდი მუხტებისაგან, მაგრამ მაინც არ ვარ მომხრე. იგი ტირილით თავს იგდბს დეპრესიაში რასაც უფრო მეტი ტკივილი და სევდა მოაქვს. ჩემი აზრით ყველა ადამიანმა ფიქრით და ცივი გონებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა ტირილით დაიტანჯოს თავი. ტირილი საქმეს ვერასდროს შველის. ამიტომ ნუ ტირით! დაფიქრდით, გაიაზრეთ ის მიზეზი რაც იწვევს თქვენში ამ გრძნობას და განსაჯეთ ღირს კი ტირილად და თქვენი ნერვების ფასად ესა თუ ის მიზეზი.

      ერთ–ერთი ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი საქციელი არის კიდევ სხვისი თანდასწრებით ტირილი, მით უმეტეს იმ ადამიანის თანდასწრებით და იმ ადამიანის გასაგონად ვის გამოც ხართ ამ დღეში. ჩემთვის ეს დამამცირებელია. პირიქით დადექით ამაყად, აგრძნობინეთ რომ თქვენი ცრემლების ფასად არ ღირს და უკეთესი შედეგი გექნებათ.

     მე არ ვიცი შეიზლება ამ ჩემმა რჩევებმა გაგაღიზიანოთ კიდეც და თქვათ ვის რაში გვაინტერესებს შენი აზრებიო მაგრამ შეგახსენებთ რომ ყველას გვაქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. 😀

Comments on: "ნუ ტირი! :*" (8)

  1. მართალი ხარ ტირილით ვერაპერს უშველი,მაგრამ როცა ბურთი ყელში გაქ მობრჯენილი აი მაშინ ვეღარაფერი გიშველის.ეს თავისთავად ხდება.სამწუხაროდ მე არ გამაჩნია აგ სიძლიერე

    • ხოო სხვათა შორის ერთ–ერთი მათგანი მე ვიზეც დავწერე შენ ხარ. 😛 ძრიელი უნდა იყო მერე სიხარულო ძრიელი და არა ძლიერი 😀

  2. ნეტოჩკა,კი არა მტირალა უნდა მერქვას,ყველაფერზე ვტირი…ბავშობიდან…ბაღში ვტიროდი,რომ ჩემი ფაფა სხვაზე უფრო ცოტა იყო…სკოლაში ვტიროდი ყველა ნიშანზე,გარდა ხუთიანის…ერთხელ რეკორდიც კი დავამყარე,მთელი 5 გაკვეთილი ვტიროდი,მასწავლებელი იძულებული გახდა ნიშანი გადაეკეთებინა ჩემს სასარგებლოდ…აქ ვერ ჩავტევ იმდენი,რამ მაქვს ტირილზე მოსაყოლი…

    • 😀 საღოლ შენ. ნიშანზე ნამდვილად არასდროს მიტირია. 😀 და მოგწონს მერე ესეთი მტირალა რომ ხარ? :*

  3. მაიკო,ახლა რაღა დროს შეცვლაა ჩემი? -ტელევიზორთან ვტირივარ…წიგნს ვკითხულობ…მეზობელთან ვსაუბრობ(უფასი ფსიქოლოგი დამარქვეს შვილებმა)ხომ უნდა ვუთანაგრძნო,როცა სხვა ტირის მეც ვტირივარ,შვილიშვილსაც ავყვები ხოლმე ტირილში…

    • 😀 😀 :Dწარმომიდგენია რამდენად თბილი და საყვარელი ადამიანი იქნებით. :* :* :*

  4. ახლა რაღა დროს შეცვლაა ჩემი,
    რა ძალამ უნდა შემცვალოს ახლა,-
    ეს კია,ვიცი მოყვარე-მტერი,-
    ცხოვრების ცოდნა იმგვარი მახლავს.
    და თუკი მაინც ვტყუვდები ხშირად,
    ძალიან ხშირად ვტყუვდები თუკი,-
    ეს ყველაფერი არ მიჩანს ჩირად
    და შეცდომებიც ნურავის უკვირს.
    მე ვიცი,ვდგავარ უფსკრულის პირას,-
    ფართოდ,რომ ვაღებ ყველასთვის კარებს,
    და მოვტყუვდები კიდევაც ხშირად
    და ადრინდელზე უფრორე მწარედ:
    არა იმიტომ,ჭკუა მყავს მტერად,
    გონების თვალი მიბჟუტავს ანდა,-
    მხოლოდ იმიტომ.რომ მიტრვების
    და თმენის ნიჭი მებიძა ჭარბად,
    მხოლოდ იმიტომ,-ადამიანში
    მაინცდამაინც სიკეთეს ვეძებ…
    და ჩემი შეცვლა არის გვიანი,-მინდოდეს კიდეც,ვერაფრით შევძლებ!
    (ბელა შალვაშვილი)
    ყველაზე კარგად ეს ლექსი პასუხობს ჩემს განცდას….

  5. იცი?მართლა ადვილია იმისთვის ვისაც ტირილი არ შეუძლია თქვას რომ ძაან ცუდი ჩვევაა ტირილი მაგრამ ყველაპერი მასეთი ადვილი არ არის ეს თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული რამდენად გულჩვილია,ყველა ერთნაირი ძლიერი ხომ არ არის არა?ჩემი აზრიტ ყველას სხვადასხა გამოხატულება აქვს წუხილის.მეც მასეთი მტირალა ვარ,რავქნა რომც არ მინდოდეს თავისიტ მეტირება, ძაან არ მინდა ასეთი რო ვიყო მარა ახლა ვერაპერს შევცვლი ასეთი დავიბადე ალბათ.:(:(:(

Leave a reply to miako კომენტარის გაუქმება