ყველაფერი რაც გაინტერესებთ

           ერთი მეტად უცნაური ამბავი გადამხდა და მინდა გიამბოთ! შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის ეს მაგალითი აღმოჩნდეს  და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ ცხოვრებაში, იმაზე მეტი ვიდრე მე გამოვიჩინე.

    ვარ საშუალო სიმაღლის ლამაზი და საყვარელი გოგონა (რავიცი ყოველშემთხვევაში მე ასე მეუბნებიან).  სკოლის დამთვარების შემდეგ საწუხაროდ სტუდენტი ვერ გავხდი და მუშაობაც ვერ დავიწყე. ყველგან, სადაც მივედი სამუშაოს სათხოვნელად გამოცდილებას ითხოვდნენ, მე კი 19 წლის გოგოს აბა რა გამოცდილება უნდა მქონოდა და ამიტომაც ვიჯექი სახლში. ვუვლიდი ჩემს პატარა და–ძმას, ვეხმარებოდი დედას, მყავდა მეგობრები, რომლებთანაც ვერთობოდი და დრო გამყავდა.

     ერთ დღეს, როდესც კომპიუტერთან ვიჯექი და ეგრედწოდებულ  ”ადნაკლასნიკებში”  დავძვრებოდი გამომეხმაურა ერთი ჩემი ნაცნობი ბიჭი, რომელიც ჩემი ძვლი მეგობრის ძმაკაცი იყო. ჩვეულებრივად გამოველაპარაკე, მოვიკითხეთ ერთმანთი, ვისაუბრეთ. მეორე დღესაც ისევ შემეხმიანა, მესამე დღესც და ასე თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით. უფრო და უფრო გახშირდა ჩვენი ურთიერთობა, ტელეფონზეც გაგრძელდა. ნელ–ნელა ჩვენი ამბავი სიმპატიასა და ბოლოს სიყვარულში გადაიზარდა.

    მაღალი, საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო (არის), ხასიათიც კარგი ჰქონდა და მიმიზიდა,  მითუმეტეს რომ მისგან უსაზღვრო სიყვარულს ვგრძნობდი.სამწუხაროდ ერთმანეთს მანძილი გვაშორებდა. ის დასავლეთში ცხოვრობდა და მე აღმოსვლეთში, ამიტომ ერთმანეთს არც თუ ისე ხშირად ვნახულობდით, მაგრამ ამ ყველაფერს ტელეფონში საუბრით ვინაზღაურებდით. თითქმის მთელი დღე ვლაპარაკობდით, უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით.

              თვეში ერთხელ მისი ჩემთან ჩამოსვლა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო. არაფერი მაკლდა, არც ყურადღება, არც პატივისცემა და არც საჩუქრები. სიყვარულზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ყველა ჩემი სურვილი ასრულებადი იყო და სრულდებოდა კიდეც. თავი ერთ–ერთი ზღაპრის გმირი მეგონა.

    მალე ოჯახის შექმნაზეც დავიწყეთ საუბარი, უკვე დავგეგმეთ რომზაფხულში ერთად ვიქნებოდით და პირველი შვილის სახელიც კი გვქონდა მოფიქრებული. ლუკა სახელი ძალიან მოგვწონდა და უკვე ვეძახდით ჯერ არ არსებულ ბავშვს.

            არ ვიცი როგორ გავაგრძელო ამბავი და როგორ გადმოგცეთ ის რაც მერე მოხდა. ერთ დღეს, როცა მე თავს უზომოდ ბედნიერად ვგრძნობდი, ჩემს სიყვარულს ველაპარაკე და მხიარული დავდიოდი სახლში დამირეკა, მე რათქმაუნდა ჩვეულებრივად სიყვარულით ვუპასუხე, თუმცა მისი ხმა და ტონი არ მომეწონა. ასეთი კითხვა დამისვა: – რომ გითხრა აგარ მიყვარხარო დამიჯერებ? მე გამეცინა და ვუპასუხე არათქო, თურმე სასაცილოდ სულ არ მქონია საქმე. ბიჭი რომელიც ნახევარი საათის წინ მთელი არსებით სიყვარულს მეფიცებოდა მეუბნება რომ აღრ ვუყვარვარ და სიყვარული გაქრა. რატომ? სიმართლე გითხრა მასშემდეგ 4 თვე გავიდა და ეგ კითხვა ჩემთვის ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.ის იყო ბოლო საუბარი და მას შემდეგ აღარ დაურეკავს და აღარც დაუმესიჯებია, და საერთოდ, ჩემი არსებობსაც დაივიწყა როგორც ჩანს. კომპიუტერიდანაც გაქრა, საერთოდ აღარ ჩანდა, ჩემი მეგობრები ურეკავდნენ მაგრამ არ პასუხობდა. დავკარგე თუ დამკარგა ეგეც საკითხავია.

    დღემდე მიყვარს და ასე მგონია, რომ დამიბრუნდება. ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერია,რომ ალბათ ვაპატიებ ამ უაზრო საქციელს ოღონდ დამიბრუნდეს. ან ის მაინც გავიგო რა დავაშავე, რა მოხდა, რატომ დამტოვა ასე გაუგებრად?

    ერთადერთი ჩემთის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი  ნივთი რაც მისგან დამრჩა არის ბაჭია, რომელიც ახალ წელს მაჩუქა.ყოველდღე მასთნ ერთად მძინავს.

  გოგოებო და ქალებო ალბათ საკმაოდ პატარა ვარ იმისთის რომ რჩევა მოგცეთ, მაგრამ თუ გინდათ რომ ჩემი ბედი არ გაზიაროთ კარგად გაერკვიეთ თქვენი მეგობარი ბიჭის სიყვარულში. დამეთანხმებით ალბათ საკმაოდ უცნაური ამბავი გადამხდა. ახლა მუშაობა დავიწყე და გულს ვაყოლებ თუმცა ის ადამიანი ყოველ ღამე ჩემი სიზმრების სტუმარია.

P.S  ეს არის ერთი ჩემი მეგობრის სიყვარულის ამბავი, რომელიც მე მისი სახით პირველ პირში გადმოვეცი.

Comments on: "უცნაური ამბავი" (16)

  1. ძალიან მოვიწყინე.აუ რა ცოდოა?ნეტავ რა მოხდა?დავიჯერო მთელი ამ დროის განმავლობაში ატყუებდა?არ მჯერა რომ ეგეთი ადამიანებიც არსებობენ

  2. არამგონია, არ მოატყუებდა. მე ხომ ვხედავდი რაც ხდებოდა. უკვე ოჯახის შექმნაზე იყო საუბარი. არ ვიცით სამწუხაროდ რა მოხდა.😦

  3. ara ar moatyuebda.. tyuilistvis imden rames ar gaaketebda… albat tvinshi ver aqvs ragac rigze🙂

  4. xo ert erti sxvas verafers vifiqreb sheni moyolilidan da mec sakmaod kargad vicnob orives…. cxovreba winaa ra ici iqneb gagrdzeleba miawero ertxelac am ambavs🙂

    • იმედია იმედია… ღმერთმა ქნას… ნამდვილად არ დამეზარება… ოღონდ ამჯერად კეთილ დასასრულს ვინებებდი.🙂

  5. vnaxot vnxot ra agar xdeba….. sayvareli xar miakooo da magari saiti gaqvs

  6. am cxovrebashi yvelaperi xdeba ukve agaraperi ar aris gasakviri.imedia yvelaperi kargad iqnebaaa

  7. ese imito daemartav ro albat samagieroa imisa rac ert adamians gauketa.. ar daufasa siyvaruli da bevrje rascina.. exla tviton aris calmxrivi siyvarulit…

  8. shemodi chems blogze😀😀😀 darcmundebi, rom dzalian gagimartla😀😀 dzalian))))))))))))))))))

  9. suladze said:

    chemi azrit sheni megobari bednieri unda iyos, adamians romelsac erti azri ar gaachnia da naxevar saatshi icvlis shexedulebebs, grdznobebs ar aris sando da cxovrebis mandzilze dznelia eget adamians daeyrdno da misi imedi gqondes

    • მართალი ხარ! საერთოდ ჩემი აზრით ის ადამიანი აღარც იმსახურებს გვერდით ყავდეს ჩემი მეგობარი.

  10. girlwithumbrella said:

    რა კარგად დაიწყო და რა ცუდად დამთავრდა😦 მოვიწყინე მართლა…

    • ხო საკმაოდ სევდიანი ამბავია და სამწუხაროა, რომ სინამდვილეა და რომ ჩემს მეგობარს დაემართა.😦 მადლობა კომენტარისთვის. :*

  11. vercerti ver xvdebit tu ar xvdebit?😀

    gogo sheetena an rame maseti mouvida. ra unda magis mixvedras…

    egeti dashorebebi umetesad mag mizezis gamo xdeba xolme…

  12. namdvilad ar iyo mase… mag ambavs gagrdzeleba aqvs da mere davpostav

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: