ყველაფერი რაც გაინტერესებთ

              ნაადრევი ქორწინება ხშირად არის ერთ–ერთი დავის საგანი. თითქმის 90% ფიქრობს, რომ ნაადრვი ქორწინება ოჯახის დანგრევის ხშირი მიზეზი ხდება, რომ წყვილი ერთმანეთს კარგად არ იცნობს, ვერ ეგუებიან ერთმანეთს და მათ ოჯახში მუდამ არის კამათი და დავა, რაც ბოლოს დაშორებამდე მიდის. თუმცა არც გაწელილი ურთიერთობები მოსწონს ხალხს. დიდი ხნით შეყვარებულობას მეტი პრობელემბი მოყვებაო და ამიტომ ჯობია მალევე შეიქმნას ოჯახიო. მოკლედ როგორ უნდა მოიქცე ადამიანი გაურკვეველი რჩება.

   მე ნაწილობრივ ერთ აზრსაც ვეთანხმები და მეორესაც. არც იმის მომხრე ვარ, რომ ნახევრად უცნობ ადამიანთან ვიცხოვრო, თუმცა იმ დასკვნამდეც მივდივარ, რომ სანამ შენს რჩეულთან ერთად არ იცხოვრებ მანამდე ვერ გაიცნობ ისე როგორც საჭიროა და ვერც ჩაწვდები მის ხასიათს, ამისათვის არც ერთი წელია საკმარისი და არც ათი. ოჯახის შექმნის შემდეგ აჩენს ადამიანი თავის რეალურ ხასიათს, აქ არა მარტო ბიჭებზე არამედ გოგოებზეც არის საუბარი

       შეყვარებულობის პერიოდში ადამიანი ცდილობს მხოლოდ მისი კარგი გამოაჩინოს ცუდი კი მუდამ კულისებს მიღმა რჩება, რაც ძალიან ცუდია ერთისთვისაც და მეორისთვისაც. ხშირად, ძალიან ხშირად ვფიქრობ ამ საკითხზე რა ჯობია? მალევე შეიქმნას ოჯახი თუ იყო მასთან ერთად წლების განმავლობაში. ორივეს მაინც ერთი ბოლო აქვს. ადამიანი თუ კარგია მასთან ნაადრევად შექმნილ ოჯახშიც ბედნიერი იქნები და წლების მერე შექმნილშიც.

    კარგად დააკვირდითო, კარგად გაიცანითო, მისი მინუსები და პლიუსები შეაფასეთო და ისე გადაწყვოტეთო.  კი მაგრამ თუ ადამიანი არ ამჟღავნებს თავის მინუსებს და მხოლოდ პლიუსებით გვხიბლავს მაშინ რა ხდება?

    მე არ ვიცი თქვენ რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე, მაგრამ პირადად მე ჯერ კიდევ ვერ გავიგე რომელი ჯობია.😦

Comments on: "ნაადრევი ქორწინება თუ გაწელილი ურთიერთობა?" (1)

  1. ნაადრევი ქორწინება რა თქმა უნდა არაა მისაღები, აი გაწელილზე რა გითხრა… ჩემს 5 წლიან (რამდენი დღეში უკვე მეექქვსე წელი დაიწყება) ხშირად უწოდებენ გაწელილს🙂 მაგრამ მე ასე არ მეჩვენება, პირიქით, ამ 5 წელში ძალიან კარგად გავიცანი და შევეჩვიე, ასე რომ ეჭვი მეპარება ერთად ცხოვრება გაგვიჭირდეს, მაგრამ ყოველთვის არსებობს რაღაცეები, რასაც ბოლომდე ვერ გაიგებ, როგორც ჩემი მხრიდან, ასევე მისი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: