ყველაფერი რაც გაინტერესებთ

   ქართველები  სახლში სტუმრად მოსულ ადამიანს ყოველთვის ხელგაშლილად ვუმასპინძლდებით და მისთვის არაფერს ვინანებთ. ხშირად მივმართავთ წინადადებით სტუმრებს: ”თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში”, იმისათვის რომ გამოვხატოთ ჩვენი სტუმართ მოყვარეობა. გვსიამოვნებს კიდევაც როდესაც ადამიანი თავს შინაურულად გრძნობს. 

  თუმცა ადამიანი რომელიც სტუმრად მოდის მინიმუმ ერთი ან ორი წლით საცხოვრებლად (პრინციპში ამას სტუმრობა აღარც ქვია) ნუ ეტყვით ამ წინდადადებას, თორემ შიეძლება მალე თქვენ იგრძნოთ თავი სტუმრად…😀 ალბათ სულელურად ჟღერს ჩემი ნათქვამი თუმცა დამიჯერეთ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობ ამ თემაზე. 

  ჩემს მეგობართან მისი ბიძაშვილია ჩამოსული ორი წლით საცხოვრებლად… სტუდენტია და თვითონ სოფელში ცხოვრობს. თავდან ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. სტუმარი მოშინაურდა და თავს მართლაც საკუთარ სახლში გრძნობდა. არც ჩემი მეგობარი წუხდებოდა.. სტუმარს თავისი კუთხე გამოუყვეს სახლში რომ თავისი ნივთები დაელაგებინა და ყველანაირად ცდილობდნენ თავი უხერხულად არ ეგრძნო. 

  მალე ყველაფერი შეიცვალა, აირია მონასტერი. ჩემი  მეგობარი სულ თავის ნივთების ძებნაში იყო და დღემდე ასეა. რომ ჰგონია რომ დღეს ამა თუ იმ სამკაულს გაიკეთბს ტანსაცმლის შესაფერისად, უცბად ნივთი აღარ დევს თავის ადგილას. სად არის? მის ბიძაშვილს უკეთია. ან პირიქით რომ ჰგონია რომ დღეს თუნდაც მისთის ყველაზე საყვარელ მაისურს ჩაიცვამს მის კარადაში აღარ არის იმიტომ რომ სტუმარს აცვია.

   ეს ჩემი დაქალი უკვე სტუმრად გრძნობს საკუთარ სახლში თავს და მისი ბიძაშვილი კი ყველანაირად სარგებლობს იმით რომ მასპინძლები ვერაფერს ეუბნებიან იმის გამო რომ სტუმარს გული არ ეტკინოს. აი ასე იჩაგრებიან მასპინძლები სტუმრის პატივისცემაში.

   ალბათ დამეთანხმებით რომ რაღაც თადარიგი აუცილებლად უნდა დაიჭირო ამ დროს სტუმართან. უბრალოდ იმის კითხვას რომ შენი ნივთით ისარგებლოს ან გჭირდება თუ არა შენ ის, წინ არაფერი უდგას და არც დამამცირებელია. პირადად მე ძალიან მაღიზიანებს როდესაც ჩემი ღვიძლი დედაც კი ჩემს ნივთებში იქექება არათუ სხვა. შემიძლია უსაზღვროდ გავცე თუნდაც ვაჩუქო ის ნივთი ოღონდ ჩემს გარეშე ნუ შეეხება.

   ამიტომ ყველას ვინც ელოდება სტუმარს დიდიხნით თავიდანვე დაიჭირეთ თადარიგი, გააფრთხილეთ რა მოგწონთ და რა არა თორემ დაიტანჯებით.

Comments on: "თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში!" (3)

  1. :D:D:D:D ra nacnobi situaciaa aseti ambebi xshirad gamigia da martla dzaan gamagizianebelia chemi azritac.tviton adamianzecaa damokidebuli albat roca mase iqcevi iseti tipis adamianebs miekutvnebi romlebsac moridebis grdznoba ar gaachnia da marto imas piqroben “tavi martla mis saxlshi da mis nivtebtan igrdznon”imas ar piqroben ro igive situaciashi yopnas arc tviton moiwonebdnen.dzalian vwuxvar da mesmis im adamianebis vinc am situaciashia:(:(:(:(:(:(:(imedia male eshvelebat:D:D:D

  2. mokled gavocdi saidan aseti damtxvevaaa :D:D mec myavs egeti megobari sacodavi rogor mecodeba😀 tan stumari shenzer minimum 3zomit didi roa da mainc shen zmans chaicmevs azrobt ra daemarteba im tansacmels :D:D

  3. gadasagdebi gaxdeba😀 meti araperi😀 sagool bachia magari xar :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: