ყველაფერი რაც გაინტერესებთ

       მონატრება საკმაოდ უცნაური გრძნობაა.. თან გსიამოვნებს რომ გენატრება და თან აღარ გინდა რომ გენატრებოდეს… გსიამოვნებს იმიტომ, რომ ადრე იქნება თუ გვიან მაინც ნახავ და მაგრად, ძალიან მაგრად ჩაეხუტები და კიდევ 10 წუთი მაინც გენატრება, არ გჯერა რომ მასთან ერთად ხარ, რომ მას ეხუტები. ჩაეხუტები ისე ძლიერად როგორც არასდროს (ყოველშემთხვევაში რომ მენატრება მაშინ მასე ვიქრობ), შეიგრძნობ და თითქმის სულში ჩაიძვრენ! მაშინ ყველაზე ძალიან გიყვარს! მაშინ აღმერთებ! მის მეტი აღარავინ და აღარაფერი გინდა! გინდა რომ დრო გაჩერდეს და სულ ასე ჩახუტებულები იყოთ! და პირველი კითხვაც მაშინვე მოდის: ”ხომ აღარ დამტოვებ? ხომ აღარ მომენატრები? ხომ სულ ჩემთან ერთად იქნები?” , პასუხი რათქმა უნდა დადებითია იმიტომ რომ მაგ დროს სხვა პასუხს ვერ გაგცემს, მაგ დროს ვერ ფიქრობს რომ შეიძლება ისევ მოუწიოს სამსახურის გამო შენი ცოტა ხნით დატოვება. იმ ცოტა ხნით რომელიც შენთვისაც და მისთვისაც საუკუნეა. 

      

   გული გითბება, სიყვარულით, სიხარულით და ბედნიერებით ივსები და სადღაც შორს ძალიან შორს დაფრინავ. იმ დროს თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი გგონია, რადგან მაგ დროს სამყაროში მხოლოდ თქვენ ორნი ხართ!  თვალებში ჩახედავ და სიტყვები ზედმეტია, რადგან თვალები იმ წუთას ყველაფრის მთქმელია. ბრწყინავს, არა უფრო მეტია ვიდრე ბრწინვალებაა. სიყვარულს აფრქვევენ და სიცოცხლით გავსებენ.

   დამთავრდა ტანჯვა ყოველდღიური, ფიქრი იმაზე შეძლებს თუ არა დღეს დარეკვას.. დაბრუნდება თუ არა დღეს სახლში… წყდება ყველანაირი მტანჯველი გრძნობა და ბედნიერი ხარ! უზომოდ ბედნიერი.

   

   

    ის დღეც მიილევა შენ შენს სახლში მიგიყვანს და ის თავის სახლში დაბრუნდება… გგონია ყველაფრი მორჩა, ხვალ ისევ ნახავ და ისევ შენს გვერდით იქნება… მაგრამ შეიძლება ხვალიდან იგივე მოხდეს… ისევ გენატრებოდეს წუთები, საათები, დღეები და არაა გამორიცხული თვეებიც… მიდის დილით და არასდროს არ იცი სახლში როდის დაბრუნება..

   

    თუმცა ხვდები რომ ხვალე ვერ მოვა და იწყება ისევ თავიდან… ხდები სევდიანი… გტანჯავს ფიქრები…  უძილობა…  ცდილობ დრო გაიყვანო მაგრამ მაინც სულ მასზე ფიქრობ… გენატრება… გენატრება და კიდევ გენატრება… მენატრება…😦

Comments on: "მონატრება" (1)

  1. ეჰჰჰ!!!!რა ნაცნობი გრძნობააააა.დატკბი ამ დროით ცოტა დაგრჩა ნუ გეშინია.მერე ეს მონატრებაც მოგენატრება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: