ყველაფერი რაც გაინტერესებთ

  როგორც წინა პოსტებში ავღნიშნე სკოლაში ვმუშაობ, ხოდა ეს ჩემი სკოლა ერთ–ერთ მამაოს ეკუთვნის. ერთ დღეს მამაომ შემომთავაზა, რომ მოსალოცად მიდიოდნენ ბოდბის მონასტერში კვირას და წავსულიყავი მეც და თუ სურვილი მექნებოდა რამდენი ადამიანიც მსურდა წამეყვანა. რათქმა უნდა გავგიჯდი სიხარულისგან და გადავირიე ისე გამიხარდა, არ ვიყავი ბოდბის მონასტეში ნამყოფი.

   მოკლედ ჩემსმეგობრებს ყველას გავაგებინე რათქმა უნდა ბევრმა ვერ მოახერხა ხოდა წავედით სამი ასული.😀 სამი მარშუტკა დაგვხვდა სკოლასტან ორი ივსებოდა უკვე და ჩვენ ცარიელ მარშუტში ჩავჯექით. როგორც ბოლოს აღმოჩნდა მთელი ახალგაზრდობა ჩვენს მარშუტკაში გადმოვიდა და დანარჩენი ორი აივსო უფრო მოზრდილი მოწიფული ხალხით. მამაოც თან გვახლდა. როგორც იქნა ეს მოუწესრიგებელი ხალხი მოწესრიგდა და წავედით. მთელი ემოიციებით მივდიოდი რადგან ნამყოფი არ ვიყავი და თან ძალიან მინდოდა წმინდა წყალში ჩასვლა…

 

    მთელი გზა ისე ვიმგზავრეთ არავინ გაგვიცნია მიხედავად იმისა რომ სულ ახალგაზრდები და ბავშვები იყვნენ. მეც და ჩემი მეგობრებიც მარტო იმაზე ვფიქრობდით როდის მივიდოდით და ჩავიდოდით წყალში… როგორც იქნა ჩავედით… დაგვხდვა საოცრად ბევრი ხალხი. ეკლესიაში ძლივს შევედით… ულამაზესი ტაძარია… ჩავდექით რიგში რათა გველოცა წმინდა ნინოს საფლავზე…. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ მაგრამ არასდროს ისე მთელი გულით და რწმენით არ მილოცია როგორც საფლავზე ვილოცე. 

 

   ძალიან ბედნიერი ვიყავი, უზომოდ… თუმცა ისიც კარგად ვიცოდი რომ ჯერ ბევრი საინტერესო რამე წინ მელოდებოდა. დედაომ დართო მამაოს პარაკლისის წაეკითხა.. მამაომ ჩაგვიტარა პარაკლისი და დაგვლოცა და ჯვარსაც ვემთხვიეთ… სამახსოვროდ რათქმა უნდა ერთი წმინდა ნინოს ხატი და მისი საფლავიდან არებული ქვის ნატეეხი ვიყიდე და წამოვიგე. გამოვედით გარეთ საკმაოდ კარგი და მზიანი ამინდი იყო… ცოტა სურათებიც გადავიღეთ…

  

   და აი გავეშურეთ ყველაზე მთავარი ადგილისკენ… იმაზე ბევრად რრთული და გრძელი გზა აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა, თან ტალახიც დაგვემთხვა, ეტყობა წინა დღეებში იყო ნაწვიმი, ხოდა რის ვაი ვაგლახით ჩავედი… ფეხები გვიკანკალებდა ყველას. ჩემდა საუბედუროდ მოსალოცად ბოდბეში წავედი თეთრი კოჭებამდე გრძელი კაბით და სიმართლე რომ გითხრათ იქიდიან უკვე კაბას კი არა იატაკის ჩვარს  გავდა ჩემი ულამაზესი კაბა…

   

   წყალთან უამრავი ხალხ და გრძელი რიგი დაგვხდა… დედაომ გვივარაუდა რომ ვერ მოვასწრებდით შესვლას, რადგან 5 საათზე ვკეტავთო…  თუმცა დედაოს შევეცოდეთ გამოიტანა ”ტაშტით” წყალი და თითო ადამიანს 3–3 ”კრუშკა” გადაგვავლო… ვაიმეეე…. ცივი და რა ცივი… ყინულივით…ამაძაგძაგა… დავდექი მზეზე და გემრიელას შევშრი… მერე კვართიც ვიყიდე და დდაომ მომცა კურთხევა დამესველებინა წყალში და სხლში წამომეღო…

   

   აი უკვე ხალხი ”მშია! მშია!”–ს გაიძახოდა…. იქვე  მაგიდები იყო გავშალეთ პატარა სუფრა…დავნაყრდით, გოგოებმა ცოტა გვიმღერეს და გაგვართეს… იქიდან სიღნაღშიც გამოვიარეთ რომელიც ცალკე სასაცილო და საინტერესო თემაა და  სავარაუდოდ ხვალ დავპოსტავ… წამოვედით მშვიდობიანად სახლში, უზომოდ ბედნიერები გახარებულები და ოდნავ დაღლილებიც…

Comments on: "ბოდბის მონასტერში" (4)

  1. ulamazesi dge iyoooo….. miaaaaaaaa signagze unda dagepostaaa :D:D

  2. neta vin gadaigo es shesanishnavi fotoebii???? male axal masalas chamogitan qvataxevis shesaxeb da shesanishnavi statia gamogiva.. genacvale shenc da fotografsac😀 :*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: