ყველაფერი რაც გაინტერესებთ

       ვისთვის მოკლეა ეს თვე და ვისთვის გრძელი. მართალია 29-ით არის თებერვალი მაგრამ ჩემთვის ეს თვე საუკუნედ იქცევა.😦 ძნელია საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრება, სულ გენატრებოდეს, სულ გზას გაყურებდე და სულ ელოდებოდე.😦 დღე მისი მონატრებით იწყებოდეს და ღამეები უსასრულოდ გრძელდებოდეს მასზე ფიქრში. მას მერე რაც დამირეკა და მითხრა, რომ ერთი თვე ვერ ჩამოვა, დაიწყო ჩემთვის ყველაზე ცივი, სუსხიანი და სევდიანი თვე. აღარაფრის ხალისი აღარ მაქვს. ვცდილობ რამენაირად დრო გავიყვანო. ვიცი უნდა მოვითმინო და ავიტანო. ასეთი სამსახური აქვს. ვიცი ყველაფერს ჩემს გამო აკეთებს და უნდა მოვითმინო. ეს ყველაფერი კარგადაც ვიცი და ხშირადაც ვუმეორებ ჩემს თავს მაგრამ გული? გულს რა მოვუხერხო? ნეტავ ყველას ესე ჩემსავით უჭირს?

 

 

                        

   არ მესმის იმათი ვინც  საყვარელ ადამიანს საზღვარგარეთ, თავისგან საკმაოდ შორს უშვებს, რომ იცის რამდენიმე თვე, ან სულაც წელი ვერ ნახავს. არ მესმის ნუთუ კარგი ცხოვრება და ფუფუნებაში ყოფნა იმაზე ტკბილია ვიდრე საყვარელი ადამიანის გვერდით ცხოვრება? ჩემი აზრით არა. ვიცი ხდება ხშირად ისე რომ ვალდებულები არიან წავიდნენ რომ შვილები შიმშილით არ დაეხოცოთ ან რამე ამდაგვარი მაგრა, რა ვქნა მე მაინც არ მესმის მათი.  თუ წავა  თან წამიყვანოს. ჩემთან ერთად იყოს.

 

  არ ვიცი შეიძლება ჩემი გაგები ძნელია და ბევრიც შემეწინააღმდეგება მაგრამ ჩემი ძრი ასეთია და რა ვქნა. ჩემთვის ყველაზე რთული მაშინ არის ცხოვრება როცა მის გარეშე ვარ და როცა მენატრება. მის გარეშე არაფერი არ მინდა. მენატრება.😦

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: