ყველაფერი რაც გაინტერესებთ

Posts tagged ‘დაბადება’

მოულოდნელი სიხარული!

   დღევანდელი დღე სულ ჩვეულებრივად დაიწყო… როგორც ყოველთვის გავიღვიძე, მოვწესრიგდი და ჩემს დაქალთან გავედი ყავის დასალევად… ვსაუბრობდით და ამ დროს მესიჯი მოვიდა, რომ ჩვენი დაქალი საავადმყოფოში წაიყვანეს… მშობიარობა დაეწყო… გავნერვიულდით რადგან საკმაოდ ადრე გადაწყვიტა პაწუკამ მუცლიდან გამოძვრომა… ყველანი სასწრაფოდ გავვარდით სამშობიაროში… მივედით თუ არა დაგვამშვიდეს ყველაფერი კარგად არისო, საშიში არაფერიაო და უკვე ბლოკში შეიყვანესო…

   ქმარი ნერვიულობს ისე, რომ ხმას ვერ ვცემთ ვერცერთი… დედა ლოცულობს ღვთისმშობლის ლოცვას… გოგოები ცალკე ვდგავართ და ვიხსენებთ სხვადასხვა ისტორიებს და თან ყველა სათითაოდ უფალს ვთხოვთ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდეს…  ძმა ცდილობს სიძე დაამშვიდოს, სხვა ბიჭებიც შეუერთდნენ… აი გაიღიმა კიდეც… დედა გაქრა… 5 წუთში დაბრუნდა და გვითხრა რომ მშობიარობა დასრულდა და პატარა მარიამი მოევლინა ქვეყანას…

 

   მალე ჩვენმა დაქალმაც დარეკა და გვითხრა რომ 3 კილო დაიბადა პაწაწა ანგელოზი… თვითონ და ბავშვიც კარგად არიან… ყველანი უზომოდ ბედნიერები ვიყავით… გავხსენით შამპანურები და ავღნიშნეთ მარიამის დაბადება… მერე ბავშვის სანახავად წაიყვანეს დედა და ქმარი… სურათიც გამოგვიტანეს… მალე ჩვენი ახალი დედიკოც ვნახეთ… მოკლედ ასე მოულოდნელად გაგვახაარა პატარა მარიმ, რომელსაც 27ის მერე ველოდებოდით და რომელიც ჩემი მომავალი ნათლულია… უკვე უზომოდ მიყვარს და ერთი სული მაქვს რომ ჩავუკოცნო პუტკუნა წითელი ლოყები… 

P.S.  აი ამ სურათებში სულ რაღაც 15 წუთისაა… :*

Advertisements

ტეგების ღრუბელი