ყველაფერი რაც გაინტერესებთ

Posts tagged ‘დეპრესია’

ნუ ტირი! :*

        როგორც ყველამ ვიცით ტირილი ერთ–ერთი გრძნობის გამოხატულებაა, სევდის,დარდის, დეპრესიის და ა.შ.  მაგრამ მე სულ სხვა თემაზე ვწერ ახლა.  მე არც თუ ისე ხშირად ვტირი (ღმერთმა ნუ მატიროს 😀 ) , მაგრამ მყავს ისეთი მეგობრები რომლებიც საკმაოდ გულჩვილები არიან და ხშირად, უფრო სწორად თითქმის ყოოველდღე, ტირიან. მათი საქციელებიდან გამომდინარე დამებადა ეს იდეა, რომ დამეწერა რატომ ვტირით ქალები (გოგონები), ღირს თუ არა ტირილი ამა თუ იმ მიზეზზე და  სად და როდის ღირს ამ გრძნობის გამოხატვა.

        დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან, ძალიან ხშირად მინატრია ნეტავ შემეძლოს ტირილი, დავიცალო იმ ცუდი მუხტებისგან რაც შინაგანად მაწუხებს და ამოვისუნთქო. მაგრამ სამწუხაროდ ეგ ნიჭი არ გამაჩნია :). ზოგჯერ ისე მინდა ერთი გემრიელად ვიტირო მაგრამ არა. 😦 თავი რომ არ შეგაწყინოთ დავუბრუნდები თემას.

        ერთ–ერთი ჩემი მეგობარი სახელს და გვარს არ დავასახელებ ( თუ წაიკითხავს მიხვდება რომ მასზე ვწერ, შეიძება გაბრაზდეს მაგრამ ვრისკავ) ძალიან არის დაჯილდოვებული ტირილის ნიჭით. ხშირად ტირის და  ამით თავის თავს აყენებს ზიანს ჩემი აზრით. ალაბთ მკითხავთ რატომო? და მართალიც იქნებით რადგან უკვე ავღნიშნე რომ ტირილით ადამიანი იცლება ცუდი მუხტებისაგან, მაგრამ მაინც არ ვარ მომხრე. იგი ტირილით თავს იგდბს დეპრესიაში რასაც უფრო მეტი ტკივილი და სევდა მოაქვს. ჩემი აზრით ყველა ადამიანმა ფიქრით და ცივი გონებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა ტირილით დაიტანჯოს თავი. ტირილი საქმეს ვერასდროს შველის. ამიტომ ნუ ტირით! დაფიქრდით, გაიაზრეთ ის მიზეზი რაც იწვევს თქვენში ამ გრძნობას და განსაჯეთ ღირს კი ტირილად და თქვენი ნერვების ფასად ესა თუ ის მიზეზი.

      ერთ–ერთი ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი საქციელი არის კიდევ სხვისი თანდასწრებით ტირილი, მით უმეტეს იმ ადამიანის თანდასწრებით და იმ ადამიანის გასაგონად ვის გამოც ხართ ამ დღეში. ჩემთვის ეს დამამცირებელია. პირიქით დადექით ამაყად, აგრძნობინეთ რომ თქვენი ცრემლების ფასად არ ღირს და უკეთესი შედეგი გექნებათ.

     მე არ ვიცი შეიზლება ამ ჩემმა რჩევებმა გაგაღიზიანოთ კიდეც და თქვათ ვის რაში გვაინტერესებს შენი აზრებიო მაგრამ შეგახსენებთ რომ ყველას გვაქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. 😀

Advertisements

ტეგების ღრუბელი