ყველაფერი რაც გაინტერესებთ

Posts tagged ‘მძინავს’

უცნაური ამბავი

           ერთი მეტად უცნაური ამბავი გადამხდა და მინდა გიამბოთ! შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის ეს მაგალითი აღმოჩნდეს  და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ ცხოვრებაში, იმაზე მეტი ვიდრე მე გამოვიჩინე.

    ვარ საშუალო სიმაღლის ლამაზი და საყვარელი გოგონა (რავიცი ყოველშემთხვევაში მე ასე მეუბნებიან).  სკოლის დამთვარების შემდეგ საწუხაროდ სტუდენტი ვერ გავხდი და მუშაობაც ვერ დავიწყე. ყველგან, სადაც მივედი სამუშაოს სათხოვნელად გამოცდილებას ითხოვდნენ, მე კი 19 წლის გოგოს აბა რა გამოცდილება უნდა მქონოდა და ამიტომაც ვიჯექი სახლში. ვუვლიდი ჩემს პატარა და–ძმას, ვეხმარებოდი დედას, მყავდა მეგობრები, რომლებთანაც ვერთობოდი და დრო გამყავდა.

     ერთ დღეს, როდესც კომპიუტერთან ვიჯექი და ეგრედწოდებულ  ”ადნაკლასნიკებში”  დავძვრებოდი გამომეხმაურა ერთი ჩემი ნაცნობი ბიჭი, რომელიც ჩემი ძვლი მეგობრის ძმაკაცი იყო. ჩვეულებრივად გამოველაპარაკე, მოვიკითხეთ ერთმანთი, ვისაუბრეთ. მეორე დღესაც ისევ შემეხმიანა, მესამე დღესც და ასე თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით. უფრო და უფრო გახშირდა ჩვენი ურთიერთობა, ტელეფონზეც გაგრძელდა. ნელ–ნელა ჩვენი ამბავი სიმპატიასა და ბოლოს სიყვარულში გადაიზარდა.

    მაღალი, საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო (არის), ხასიათიც კარგი ჰქონდა და მიმიზიდა,  მითუმეტეს რომ მისგან უსაზღვრო სიყვარულს ვგრძნობდი.სამწუხაროდ ერთმანეთს მანძილი გვაშორებდა. ის დასავლეთში ცხოვრობდა და მე აღმოსვლეთში, ამიტომ ერთმანეთს არც თუ ისე ხშირად ვნახულობდით, მაგრამ ამ ყველაფერს ტელეფონში საუბრით ვინაზღაურებდით. თითქმის მთელი დღე ვლაპარაკობდით, უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით.

              თვეში ერთხელ მისი ჩემთან ჩამოსვლა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო. არაფერი მაკლდა, არც ყურადღება, არც პატივისცემა და არც საჩუქრები. სიყვარულზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ყველა ჩემი სურვილი ასრულებადი იყო და სრულდებოდა კიდეც. თავი ერთ–ერთი ზღაპრის გმირი მეგონა.

    მალე ოჯახის შექმნაზეც დავიწყეთ საუბარი, უკვე დავგეგმეთ რომზაფხულში ერთად ვიქნებოდით და პირველი შვილის სახელიც კი გვქონდა მოფიქრებული. ლუკა სახელი ძალიან მოგვწონდა და უკვე ვეძახდით ჯერ არ არსებულ ბავშვს.

            არ ვიცი როგორ გავაგრძელო ამბავი და როგორ გადმოგცეთ ის რაც მერე მოხდა. ერთ დღეს, როცა მე თავს უზომოდ ბედნიერად ვგრძნობდი, ჩემს სიყვარულს ველაპარაკე და მხიარული დავდიოდი სახლში დამირეკა, მე რათქმაუნდა ჩვეულებრივად სიყვარულით ვუპასუხე, თუმცა მისი ხმა და ტონი არ მომეწონა. ასეთი კითხვა დამისვა: – რომ გითხრა აგარ მიყვარხარო დამიჯერებ? მე გამეცინა და ვუპასუხე არათქო, თურმე სასაცილოდ სულ არ მქონია საქმე. ბიჭი რომელიც ნახევარი საათის წინ მთელი არსებით სიყვარულს მეფიცებოდა მეუბნება რომ აღრ ვუყვარვარ და სიყვარული გაქრა. რატომ? სიმართლე გითხრა მასშემდეგ 4 თვე გავიდა და ეგ კითხვა ჩემთვის ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.ის იყო ბოლო საუბარი და მას შემდეგ აღარ დაურეკავს და აღარც დაუმესიჯებია, და საერთოდ, ჩემი არსებობსაც დაივიწყა როგორც ჩანს. კომპიუტერიდანაც გაქრა, საერთოდ აღარ ჩანდა, ჩემი მეგობრები ურეკავდნენ მაგრამ არ პასუხობდა. დავკარგე თუ დამკარგა ეგეც საკითხავია.

    დღემდე მიყვარს და ასე მგონია, რომ დამიბრუნდება. ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერია,რომ ალბათ ვაპატიებ ამ უაზრო საქციელს ოღონდ დამიბრუნდეს. ან ის მაინც გავიგო რა დავაშავე, რა მოხდა, რატომ დამტოვა ასე გაუგებრად?

    ერთადერთი ჩემთის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი  ნივთი რაც მისგან დამრჩა არის ბაჭია, რომელიც ახალ წელს მაჩუქა.ყოველდღე მასთნ ერთად მძინავს.

  გოგოებო და ქალებო ალბათ საკმაოდ პატარა ვარ იმისთის რომ რჩევა მოგცეთ, მაგრამ თუ გინდათ რომ ჩემი ბედი არ გაზიაროთ კარგად გაერკვიეთ თქვენი მეგობარი ბიჭის სიყვარულში. დამეთანხმებით ალბათ საკმაოდ უცნაური ამბავი გადამხდა. ახლა მუშაობა დავიწყე და გულს ვაყოლებ თუმცა ის ადამიანი ყოველ ღამე ჩემი სიზმრების სტუმარია.

P.S  ეს არის ერთი ჩემი მეგობრის სიყვარულის ამბავი, რომელიც მე მისი სახით პირველ პირში გადმოვეცი.

Advertisements

ტეგების ღრუბელი