ყველაფერი რაც გაინტერესებთ

Posts tagged ‘მწვადები’

ერთი, ოდნავ ლამაზი დღე…

            ორი დღის წინ მქონდა (გვქონდა) ერთი ოდნავ ლამაზი დღე… ალბათ ფიქრობთ რატომ ოდნავ ლამაზიო… აგიხსნით ყველაფრს… ოდნავ ლამაზი იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო. წინა დღისით დავგეგმეთ რომ გავსულიყავით ქალაქგარეთ და ჩვენებურად რომ ვთქვათ გვემწვადავა… 2 წყვილი და ერთი ყმაწვილი… მაგრამ რომ გათენდა ყველაფერი შეიცვალა: ერთი ხასიათზე არ იყო და მეორესაც ნერვები მოუშალა…

მეორემ მესამეს და ასე ვიყავით თითქმის ყველანი ნერვებმოშლილები…

          მოკლედ ბევრი ვიჩხუბეთ თუ ცოტა მაინც წავედით… სად? არ ვიცოდით, უბრლოდ წავედით. 12 საათზე გასულებმა იმდენი ვიბოდიალეთ დედაქალაქში რომ გახდა 6 საათი. ჯერ მნქანა გაფუჭდა, მერე მაგნიტფონი გაუფუჭდა, მერე ჩვენს ბიჭებს სამსახურიდან დაურეკეს და გამოიძახეს ეს უკვე პიკი იყო, თუმცა ეგეც მოგვარდა… მოკლედ დავითარსეთ… როგორც იქნა ყვლაფერი გაკეთდა და 6 ან 7ის ნახევარი იქნებოდა რომ გავცდით თბილისს და სადღაც იქვე ახლოს ბუნებაში გავჩერდით…

აი მაშინ კი ყველამ დავივიწყეთ ის ცუდი ხასიათი და ის საშინელებები რაც მთელი დღის განმავლობაში გადაგვხდა.

         

         დავიწყეთ გართობა და რა დავიწყეთ… გოგოები ბიჭებს არ ჩამოვრჩით და როგორც ისინი სვავდნენ ჩვენც ისე ვსვავდით (ცოტა გვქონდა დასალევი 🙂 ). შევწვით მწვადები…

ყველანი საკმაოდ შევზარხოშდით და რათქმა უნდა არაჩვეულებრივ ხასითზეც დავდექით… ბევრიც ვიცეკვეთ, ბევრიც ვიცინეთ და მაგრად გავერთეთ…

          უზომოდ კმაყოფილები წამოვედით… პირადად მე ძალიან ბედნიერი ვიყავი და მიუხედავად იმისა რომ დღე ძალიან ცუდად დაიწყო არაჩვეუებრივად დასრულდა… აი ამიტომ ვუწოდე  მე მას ოდნავ ლამაზი დღე…

Advertisements

ტეგების ღრუბელი