ყველაფერი რაც გაინტერესებთ

Posts tagged ‘სიყვარული’

ციდან სამ მეტრზე

   მე არ ვიცი თქვენ ნანახი გაქვთ თუ არა ეს ფილმი, მაგრამ ვისაც არ აქვს ნანახი ვურჩევდი აუცილებლად ნახოს. პირადად მე არ ვარ გგიჯებული ფილმებზე, თუმცა კარგი კინოს ყურება მიყვარს. დღეს ჩემმა შეყვარებულმა დამსვა და სულ ძალით მაყურებინა ამ კინოს… სიყვარული, ვნება, ტრაგედია და სევდა ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი ამ ფილმში. ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და საოცარი ემოცია გამოიწვია. 

        სხვადასხვა სამყაროში მცხოვრები ორი ახალგაზრდას ისტორია. 

 

     ეს არის ამბავი წარმოუდგენელ სიყვარულზე, რომელიც ერთი შეხედვით შეუძლებელი უნდა იყოს. ბაბი საშვალო კლასის წარმომადგენელია, ის კეთილი და უმწიკლო გოგოა. ჰაჩი იმპულსიური, რისკის და საშიშროების მოყვარული ბიჭია. ის ხშირად იღებს მონაწილებას არაკანონიერ რბოლებში…

      Tres metros sobre el cielo

Advertisements

მონატრება

       მონატრება საკმაოდ უცნაური გრძნობაა.. თან გსიამოვნებს რომ გენატრება და თან აღარ გინდა რომ გენატრებოდეს… გსიამოვნებს იმიტომ, რომ ადრე იქნება თუ გვიან მაინც ნახავ და მაგრად, ძალიან მაგრად ჩაეხუტები და კიდევ 10 წუთი მაინც გენატრება, არ გჯერა რომ მასთან ერთად ხარ, რომ მას ეხუტები. ჩაეხუტები ისე ძლიერად როგორც არასდროს (ყოველშემთხვევაში რომ მენატრება მაშინ მასე ვიქრობ), შეიგრძნობ და თითქმის სულში ჩაიძვრენ! მაშინ ყველაზე ძალიან გიყვარს! მაშინ აღმერთებ! მის მეტი აღარავინ და აღარაფერი გინდა! გინდა რომ დრო გაჩერდეს და სულ ასე ჩახუტებულები იყოთ! და პირველი კითხვაც მაშინვე მოდის: ”ხომ აღარ დამტოვებ? ხომ აღარ მომენატრები? ხომ სულ ჩემთან ერთად იქნები?” , პასუხი რათქმა უნდა დადებითია იმიტომ რომ მაგ დროს სხვა პასუხს ვერ გაგცემს, მაგ დროს ვერ ფიქრობს რომ შეიძლება ისევ მოუწიოს სამსახურის გამო შენი ცოტა ხნით დატოვება. იმ ცოტა ხნით რომელიც შენთვისაც და მისთვისაც საუკუნეა. 

      

   გული გითბება, სიყვარულით, სიხარულით და ბედნიერებით ივსები და სადღაც შორს ძალიან შორს დაფრინავ. იმ დროს თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი გგონია, რადგან მაგ დროს სამყაროში მხოლოდ თქვენ ორნი ხართ!  თვალებში ჩახედავ და სიტყვები ზედმეტია, რადგან თვალები იმ წუთას ყველაფრის მთქმელია. ბრწყინავს, არა უფრო მეტია ვიდრე ბრწინვალებაა. სიყვარულს აფრქვევენ და სიცოცხლით გავსებენ.

   დამთავრდა ტანჯვა ყოველდღიური, ფიქრი იმაზე შეძლებს თუ არა დღეს დარეკვას.. დაბრუნდება თუ არა დღეს სახლში… წყდება ყველანაირი მტანჯველი გრძნობა და ბედნიერი ხარ! უზომოდ ბედნიერი.

   

   

    ის დღეც მიილევა შენ შენს სახლში მიგიყვანს და ის თავის სახლში დაბრუნდება… გგონია ყველაფრი მორჩა, ხვალ ისევ ნახავ და ისევ შენს გვერდით იქნება… მაგრამ შეიძლება ხვალიდან იგივე მოხდეს… ისევ გენატრებოდეს წუთები, საათები, დღეები და არაა გამორიცხული თვეებიც… მიდის დილით და არასდროს არ იცი სახლში როდის დაბრუნება..

   

    თუმცა ხვდები რომ ხვალე ვერ მოვა და იწყება ისევ თავიდან… ხდები სევდიანი… გტანჯავს ფიქრები…  უძილობა…  ცდილობ დრო გაიყვანო მაგრამ მაინც სულ მასზე ფიქრობ… გენატრება… გენატრება და კიდევ გენატრება… მენატრება… 😦

უცნაური ამბავი

           ერთი მეტად უცნაური ამბავი გადამხდა და მინდა გიამბოთ! შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის ეს მაგალითი აღმოჩნდეს  და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ ცხოვრებაში, იმაზე მეტი ვიდრე მე გამოვიჩინე.

    ვარ საშუალო სიმაღლის ლამაზი და საყვარელი გოგონა (რავიცი ყოველშემთხვევაში მე ასე მეუბნებიან).  სკოლის დამთვარების შემდეგ საწუხაროდ სტუდენტი ვერ გავხდი და მუშაობაც ვერ დავიწყე. ყველგან, სადაც მივედი სამუშაოს სათხოვნელად გამოცდილებას ითხოვდნენ, მე კი 19 წლის გოგოს აბა რა გამოცდილება უნდა მქონოდა და ამიტომაც ვიჯექი სახლში. ვუვლიდი ჩემს პატარა და–ძმას, ვეხმარებოდი დედას, მყავდა მეგობრები, რომლებთანაც ვერთობოდი და დრო გამყავდა.

     ერთ დღეს, როდესც კომპიუტერთან ვიჯექი და ეგრედწოდებულ  ”ადნაკლასნიკებში”  დავძვრებოდი გამომეხმაურა ერთი ჩემი ნაცნობი ბიჭი, რომელიც ჩემი ძვლი მეგობრის ძმაკაცი იყო. ჩვეულებრივად გამოველაპარაკე, მოვიკითხეთ ერთმანთი, ვისაუბრეთ. მეორე დღესაც ისევ შემეხმიანა, მესამე დღესც და ასე თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით. უფრო და უფრო გახშირდა ჩვენი ურთიერთობა, ტელეფონზეც გაგრძელდა. ნელ–ნელა ჩვენი ამბავი სიმპატიასა და ბოლოს სიყვარულში გადაიზარდა.

    მაღალი, საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო (არის), ხასიათიც კარგი ჰქონდა და მიმიზიდა,  მითუმეტეს რომ მისგან უსაზღვრო სიყვარულს ვგრძნობდი.სამწუხაროდ ერთმანეთს მანძილი გვაშორებდა. ის დასავლეთში ცხოვრობდა და მე აღმოსვლეთში, ამიტომ ერთმანეთს არც თუ ისე ხშირად ვნახულობდით, მაგრამ ამ ყველაფერს ტელეფონში საუბრით ვინაზღაურებდით. თითქმის მთელი დღე ვლაპარაკობდით, უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით.

              თვეში ერთხელ მისი ჩემთან ჩამოსვლა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო. არაფერი მაკლდა, არც ყურადღება, არც პატივისცემა და არც საჩუქრები. სიყვარულზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ყველა ჩემი სურვილი ასრულებადი იყო და სრულდებოდა კიდეც. თავი ერთ–ერთი ზღაპრის გმირი მეგონა.

    მალე ოჯახის შექმნაზეც დავიწყეთ საუბარი, უკვე დავგეგმეთ რომზაფხულში ერთად ვიქნებოდით და პირველი შვილის სახელიც კი გვქონდა მოფიქრებული. ლუკა სახელი ძალიან მოგვწონდა და უკვე ვეძახდით ჯერ არ არსებულ ბავშვს.

            არ ვიცი როგორ გავაგრძელო ამბავი და როგორ გადმოგცეთ ის რაც მერე მოხდა. ერთ დღეს, როცა მე თავს უზომოდ ბედნიერად ვგრძნობდი, ჩემს სიყვარულს ველაპარაკე და მხიარული დავდიოდი სახლში დამირეკა, მე რათქმაუნდა ჩვეულებრივად სიყვარულით ვუპასუხე, თუმცა მისი ხმა და ტონი არ მომეწონა. ასეთი კითხვა დამისვა: – რომ გითხრა აგარ მიყვარხარო დამიჯერებ? მე გამეცინა და ვუპასუხე არათქო, თურმე სასაცილოდ სულ არ მქონია საქმე. ბიჭი რომელიც ნახევარი საათის წინ მთელი არსებით სიყვარულს მეფიცებოდა მეუბნება რომ აღრ ვუყვარვარ და სიყვარული გაქრა. რატომ? სიმართლე გითხრა მასშემდეგ 4 თვე გავიდა და ეგ კითხვა ჩემთვის ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.ის იყო ბოლო საუბარი და მას შემდეგ აღარ დაურეკავს და აღარც დაუმესიჯებია, და საერთოდ, ჩემი არსებობსაც დაივიწყა როგორც ჩანს. კომპიუტერიდანაც გაქრა, საერთოდ აღარ ჩანდა, ჩემი მეგობრები ურეკავდნენ მაგრამ არ პასუხობდა. დავკარგე თუ დამკარგა ეგეც საკითხავია.

    დღემდე მიყვარს და ასე მგონია, რომ დამიბრუნდება. ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერია,რომ ალბათ ვაპატიებ ამ უაზრო საქციელს ოღონდ დამიბრუნდეს. ან ის მაინც გავიგო რა დავაშავე, რა მოხდა, რატომ დამტოვა ასე გაუგებრად?

    ერთადერთი ჩემთის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი  ნივთი რაც მისგან დამრჩა არის ბაჭია, რომელიც ახალ წელს მაჩუქა.ყოველდღე მასთნ ერთად მძინავს.

  გოგოებო და ქალებო ალბათ საკმაოდ პატარა ვარ იმისთის რომ რჩევა მოგცეთ, მაგრამ თუ გინდათ რომ ჩემი ბედი არ გაზიაროთ კარგად გაერკვიეთ თქვენი მეგობარი ბიჭის სიყვარულში. დამეთანხმებით ალბათ საკმაოდ უცნაური ამბავი გადამხდა. ახლა მუშაობა დავიწყე და გულს ვაყოლებ თუმცა ის ადამიანი ყოველ ღამე ჩემი სიზმრების სტუმარია.

P.S  ეს არის ერთი ჩემი მეგობრის სიყვარულის ამბავი, რომელიც მე მისი სახით პირველ პირში გადმოვეცი.

ტეგების ღრუბელი