ყველაფერი რაც გაინტერესებთ

Posts tagged ‘ფული’

თამაშ–თამაშით დანგრეული ოჯახები

    ერთ–ერთი რთული საკითხი ცხოვრებაში–თამაში: პოკერების, ტოტალიზატორის,კროკოსი და ა.შ.  სუსტი ნებისყოფა და აზარტულობა, აი რა იზიდავთ ბიჭებს თამაშისკენ.  უმეტესმა მათგანმა იციან რომ კარგს არაფერს აკეთებენ მაგრამ მაინც, მაინც იქითკენ მიუწევთ გული… სულ მუდამ მოგების იმედი აქვთ და ამ დროს უმეტესად წაგებულები არიან… თამაშს იწყებენ 1 ლარით მაგრამ ბოლოს ლამის თავისი სიცოცხლეც ჩადონ, უბრალოდ ვის რათ უნდა იმათი სიცოცხლე თორემ ნამდვილად ჩადებდნენ.

       

   ”თამაშის გამო დაინგრა ოჯახი”–ეს ფრაზა ალბათ არა ერთხელ გაგიგიათ. აი მე პირადად ძალიან ხშირად მესმის ეგეთი ფრაზები: ”იმიტომ დავშოორდი რომ თამაშობდა”,  ” იმიტომ დაინგრა ჩვენი ურთიერთობა რომ თამაშს არ მოეშვა” და ასეთი უამრავი.. 

          

         ერთი არაჩვულებრივი წყვილი დაიარებოდა სულ რაღაც ერთი წელიწადის წინ ჩემს ქალაქში.. ჩემი აზრით ძალიან შეეფერებოდნენ ერთმანეთს და მათი შემხედვარე ცხოვრება უმშვენიერესი ჩანდა. ორივეს ძალიან კარგად ვიცნობ ბიჯსაც და გოგოსაც… ერთხელ როდესაც ამ გოგოსთან მივედი ატირებული დამხვდა.. რათქმა უნდა ვკითხე რა მოხდათქო და მითხრა დავშორდიო. გავგიჯდი, ვერ დავიჯერე. მიზეზი იყო თამაში. თურმე ბიჯს თამაში დაუწყია თან ეგრევე მაღალი ”კუშებით”… სრულიად ვეთანხმები გოგოს გადაწყვეტილებას…

   

   არამარტო ეს ერთი ისტორია ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ხდება ეგეთი… ისეთებიც რომ აწყობილი ოჯახები თითქმი ფუფუნებაში რომ ცხოვრობდნენ დანგრეულა მაგ თამაშის გულიზე.

  რისთვის კარგავენ ძვირფას ადამიანებს? რატომ იუბედურებენ ცხოვრებას? დაწყებისთანავე იციან რომ ეგ კარგს არაფერს მოუტანს და მაინც რატომ აკეთებენ?

   

   რა არის მათი სიცოცხლე? გაღვიძებისთანავე იმას რომ ფიქრობენ დღეს ფული სად იშოვოს რომ ითამაშოს… თვალებში ან მარწყვები ან კიდევ ფეხბურთის გუნდები რომ უტრიალებთ და ტანში აჯრიალებთ სანამ არ ითამაშებენ. ნარკომანი არ ვარო იტყვიან მაგრამ ნარკომანები განა მათზე უარესები არიან? ორივე ერთი და იგივეა. 

       

       მე ძალიან მეშინია მასეთი რამე მე არ დამემართოს და სულ შიშის ქვეშ ვარ… შეიძლება ძალიან ცუდად გამომდის მაგრამ მაქსიმალურად ვაკონტროლებ ჩემს შეყვარებულს… არც ის გახლავთ უფრთო ანგელოზი და მასაც მიუწევს ხოლმე გული იმ ჯოჯოხეთისკენ რასაც პოკერ კლუბი ჰქვია. ძალიან იშვიათად  შედის მაგრამ მინდა რომ საერთოდ არ შევიდეს და ამისთვის ყველანაირად ვიბრძვი… არც ის ფული მადარდებს იქ რასაც დახარჯავს და არც ის საიდან იშოვის ფულს. არ მინდა რომ ითამაშოს… ჩათრევა იცის და ნამდვილად არ მინდა გვერდით მყავდეს უნებისყოფო ადამიანი.

     

   ნუ ითამაშებთ! მაგას კარგი არასდროს მოუტანია თორემ ეკლესია ნამდვილად არ აკრძალავდა! შეიძლება დღეს მოიგოთ ორი კაპიკი მაგრამ შიძლება ხვალე საერთოდ ქუჩაში აღმოჩნდეთ თქვენი უტვინობის გამო!  გოგოებო თქვენ კი იმას გირჩევდით რომ ნუ იყოლიებთ გვერძე ისეთ ადამიანებს ვისაც იქითკენ გაურბის გონება და გული საიდანაც სიკეთე არასდროს მოდის.

Advertisements

ტეგების ღრუბელი