ყველაფერი რაც გაინტერესებთ

Posts tagged ‘ძილი’

ძილის პრობლემა!

     

           უკვე რამდენიმე თვეა, არა თითქმის წელიწადია რაც ძილის პრობლემა მაქვს… თუ დამიჯერებთ ხანდახან დღე–ღამეში 2 საათი ძილი მაკმაყოფილებს… მაგრამ ვაი ამ კმაყოფილებას… მთელი ღამე იმას ვცდილობ რომ თვალები დამეღალოს იქნებ ძილი მომერიოს,  ვწვები და გონება არ მეთიშება.. უბრალოდ თვალები ისვენებენ, თუმცა რომ ვეღარ  ვიძინებ ეს უკვე ჩემს ნერვებზე მოქმედებს..

     

     დამემართა ნევროზი (მგონი სწორად ასე ჰქვია). ჩამოყალიბებული გიჟი გავხდი. წუხელ ძალიან დაღლილი ვიყავი და როგორც იქნა დამეძინა მაგრამ დილის 6 საათზე თვალები დავაჭყიტე და ვეღარც დავიძინე. დილით უკეთ მძინავს საერთოდ, მაგრამ სამსახურის გამო ეგ ვერ ხერხდება.. საშინელი თავის ტკივილები მაქვს… 😦 მალე ასათიანიდან მომიწევს დაპოსტვა და აი მერე კი ნამდვილად დავწერ საინტერესო ისტორიებს გიჟებზე. 😀

     

სასწაულად მენატრება ღრმა და მშვიდი ძილი.. თუ მოხდა სასწაული და ჩამეძინა საშინელ კოშმარებს ვხედავ რაზეც ისევ მეღვიძება და შიშისგან ვერ ვიძინებ…. ვაიმეეეეეეეე…. ძილი მენატრებააა… თუ დააკვირდებით ყველა ჩემი პოსტი ღამეა დაწერილი (იმიტომაც არის დალაგებული 😀 )მეც მინდა აი ასე გემრიელად მეძინოს ერთი 2  დღე გადაბმულად! და კიდე თავი აღარ მინდა მტკიოდეს! 😦

Advertisements

ტეგების ღრუბელი