ყველაფერი რაც გაინტერესებთ

   დაიწყო ეს საზიზღარი ზაფხულის არდადეგები, რომელიც სკოლის პერიოდში ძალიან მიხაროდა ეხლა კიდე ნერვები მეშლება სახლში რომ უნდა ვიჯდე უაზროდ და არ ვიმუშაო. მართალია მინდოდა დასვენება ბავშვებისგან, მაგრამ ცოტა ხნით და არა მთელი 3 თვით. არ მიყვარს ჩემი პროფესია და შესაბამისდ დიდად არ მიხარია სამუშაოზე წასვლა მაგრამ სახლში უაზროდ ჯდომას მინც მირჩევნია. ჯერ რაღაც ორი კვირაა დაიწყო დასვენება და უკვე დავიღალე უაზრობით… 

    დილით ვიღვიძებ იმ ფიქრით რა ვაკეთო. აი მართლა რა ვაკეთო? ვღიზიანდები ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს.  კომპიუტერი… ტელევიზორი… წიგნი… აი ეს არის ჩემი დღის განრიგი… ხო ეხლა რააც კინოებისკენ გავერთე რომელიც მოემნატალური გატაცებააა მალე მომბეზრდება…  

   გაწელილი დროოო.. ოხ როგორ მეშლება ნერვები სულ იმაზე ფიქრში რომ ვარ როგორ გავიყვანო დრო. 😦 არ მინდა არდადეგები და თან კიდე ისეთი სამსახური მინდა რომ მომწონდეს რასაც ვაკეთებ. 😦

Comments on: "საზიზღარი არდადეგები" (7)

  1. ე.ი. უაზრობით დაიღალე და არ იცი რა აკეთო არა?დაიცადე შენ!!! 🙂 მე კიდე ვეღარც გირეკავ არ მოვაცდინოთქო!აკი ბავშვები მომენატრნენო?აქამდე ვეღარ გამოსულხარ?

  2. მერე ცოტახნით მოცყდი კომპიუტერს, ტელევიზორსაც, დაურეკე მეგობრებს და რამე დაგეგმეთ ერთად ხოლმე, მგონი რთული არ უნდა იყოს 🙂

  3. mia awi axlos geyolebi da hsemomirbine xolme :*

  4. miako chven su dagaviwydit

  5. tyuilad wuwunebda miakooo.. am zafxusl yvelaze lamazi da bednieri ardadegebi moiwyo

  6. უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებ ჩემო სიხარულო!რაც ჩემი თვისთვის მესურვებინოს ათი იმდენი კარგი შენ აგხდენოდეს.ხომ იცი როგორ მიყვარხარ და ჩემთვის რა ხარ.შენს თვალზე სიხარულის ცრემლის გარდა სხვა სხვა ცრემლი არასდროს მენახოს.

დატოვე კომენტარი