ყველაფერი რაც გაინტერესებთ

Posts tagged ‘დაჩაგრული’

დაჩაგრული ბავშვები

     სკოლაში მუშაობამ დამანახა რამდენად არიან ბავშვები დაჩაგრულები.  ნუ რა თქმა უნდა ყველაზე არ მაქვს საუბარი.. როგორღაც ისე მოხდა რომ ჩემი მოსწავლეების უმეტესობა ან მარტო დედასთან ცხოვრობს ან მარტო მამასთან. ერთ კლასში, რომ შევედი როგორც გაირკვა არცერთი ბავშვის მშობელი არ ცხოვრობდა ერთად ანუ გაყრილები( გაშორებულები)  იყვნენ… და არამარტო იმ კლასში ბავშვების უმეტესობა ასე იყო. 

    

   დანგრეული ოჯახები, მშობლებთან არც თუ კარგი ურთიერთობა ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს ბავშვის ფსიქოლოგიაზე.  რაღაცნაირად სევდიანები და განსხვავებულები, ხშირად იღიმებიან, იცინიან, ერთობიან მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება, მათ გულებში მალევე ისადგურებს ის პრობლემები რაც მათ ოჯახში ხდება და ეს ყველაფერი მათ სევდიან თვალებზე აისახება. 

   

   ხანდახან მამა მოაკითხავს დედისგან მალვით და ეფერება მის შვილს. ვინაიდან ჩვენ მათი მარტო დატოვების და არც ბავშვის გატანების უფლება არ გვაქვს ჩვენც გვიწევს შევესწროთ ხშირად ამ მგრძნობიარე მომენტებს. ეს ყველაფერი  ცრემლისა და სევდის მომგვრელია.

 

    ბავშვები რომლებიც ჩვეულებრივად ისეთ ოჯახში იზრდებიან სადაც მშობლები ერთად და ბედნიერად  ცხოვრობენ გაკვირვებული თვალებით უყურებენ ყოვველივე ამ მომენტებს და აი მაშინ კი  დაჩაგრული ბავშვები უფრო მეტად გარიყულები არიან. 

 

    ბავშვს ვერ მოსთხოვ ისწავლოს კარგად, რადგან მის გულში სრული ქაოსია. ხშირად მათი თვალები ცრემლით ივსება და ეს ყველაფერი მხოლოდ მშობლების ბრალია. ვერ ხვდებიან რომ თავისი საქციელით ზიანს აყენებენ ბავშვს და მის ფსიქოლოგიას. 

 

 

   ბავშვს სჭირდება ნამდვილი ოჯახი: დედაც და მამაც ერთად და ბედნიერები. აი მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.