ყველაფერი რაც გაინტერესებთ

    ამ ცოტა ხნის წინ ვიყავი სიღნაღში გავლით, მაგრამ ის გავლითაც საკმარისი აღმონდა რომ დამეთვალიერებინა ეგრედწოდებული სიყვარულის ქალაქი.  სულ მეგონა რაღაც ზღაპრული ქალაქი, ისეთი აი მართლა სიყვარულით რომ აივსები ადამიანი. ძალიან ლამაზია მართლა საუცხოოა ოღონდ სულ რაღაც ერთი ქუჩა და ისიც ალაგ–ალაგ გასაკეთებელია. ეს ფაქტი სასაცილოა თუ სამწუხაროა ვერ გავერკვიე ჯერ. შემოგთავაზებთ რამდენიმე ფოტოს რომელიც იქ ყოფნისას გადავიღე. ჯერ დავიწყებ იმ ქუჩით რომელიც გაკეთებეულია. 

რამდენიმე შელამაზებული ბინა 

შელამაზებული იმიტომ რომ მოპირდაპირე ქუჩაზე სულ სხვა სიტუაციაა, აი ისიც 

შენობა რომელიც მართაც ძალიან მომეწონა 

თუმცა ვერ გავარკვიე რა შენობა იყო 

აი რა უხარია ახალგაზრდობას სიღნაღში 

   მაპატიეთ მაგრამ მართლა ბევრი ვიხალისე აი ამ მომენტზე. უბრალოდ სასაცილოა ის რომ სიღნაღი იმიტომ გახდა სიყვარულის ქალაქი, რადგან იქ არის ეგრედ წოდებული საქანელები და არა რაიმე საინტერესო ატრაქციონი და ყველაზე მთავარი იმიტომ რომ იქ შეგიძლია ისეირნო კვადროციკლით, ეს ხომ სხვა ქალაქში წარმოუდგენელია. 😀 ხო, ხო სულ დამავიწყდა ეტლი, ეტლითაც შეგიძლია გასეირნება თუ რათქმა უნდა გაგიმართლათ და მეეტლემ უარი არ გითხრათ. 😀 😀

   ამ უმშვენიერეს ქუჩას ოდნავ რომ გავცდით

 აღმოვჩნდით სრულიად განსხვავებულ სამყაროში, სადაც უკვე ასეთი სიტუაცია იყო 

მოკლედ დავბრუნდი ისე რომ ვერ გავარკვიე რატომ ჰქვია სიღნაღს სიყვარულის ქალაქი. ერთადერთი რაც კარგ მოგონებად დამრჩა პატარა მოსწავლეების ცეკვა ქუჩაში რომლებიც ექსკურსიაზე იყვნენ.

 

 

 

 

Comments on: "სიღნაღი ვითომ სიყვარულის ქალაქი :D" (1)

  1. es umagresi adgilebi iyo da egretwodebuli tineijerebic tavs mshvenivrad irtobdnen :D:D ra iyo rustavi pragaa tu parizi ukve ver mixvdebi da ra signags gadaakvdnen :D:D

დატოვე კომენტარი